უცხოეთი
სააკაშვილი პორტ „იუჟნიში“ 400 მლნ–იან პროექტს ამუხრუჭებს – შვეიცარიელი ინვესტორი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. Allseeds–მა მოუწოდა გუბერნატორს, მიწის საკითხი გადაწყვიტოს.

 შვეიცარიელი ინვესტორები იძულებული არიან უკრაინაში თავისი ინვესტიციები სასამართლოში დაიცვან. ამის შესახებ „ოლსიდზ ბლექ სი“–ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 2015 წელს სააკაშვილი უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციისგან მოითხოვდა, ნებართვა მიეცათ კომპანია „ოლსიდზ ბლექ სი“–სთვის პორტ „იუჟნიში“ ნავსაყუდელების ასაშენებლად და ირწმუნებოდა, რომ ამისათვის მიწას გამონახავდა.

 თუმცა, 2015 წლის ბოლოს ნავსაყუდელებისთვის გამოყოფილი სანაპირო მიწები ოდესის საოლქო ადმინისტრაციამ შპს „ენერგო პროდუქტ ლტდ“–ს გადასცა.

 კომპანია „ოლსიდზ ბლექ სი“–მ სასამართლოში იჩივლა. მისი სარჩელის მიხედვით, ოდესის საოლქო სამეურნეო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მიწების „ენერგო პროდუქტ ლტდ“–სთვის გადაცემა.

 „ოლსიდზ ბლექ სი“ ელოდება, რომ სააკაშვილი თავის დანაპირებს შეასრულებს.