პოლიტიკა
აფხაზეთის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მსგავსი პროექტების განხორციელებას სამხრეთ ოსეთსაც სთავაზობს

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში ჟურნალისტებთან განაცხადა, მზად არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისეთივე პროექტები განახორციელოს, როგორიც აფხაზებს ანაკლიის მიმდებარედ შესთავაზა.

 “თუ იქნება მინიშნებამსგავსი პროექტები აქაც იგივე იქნება, შემიძლია ჩვენს ძმებს, ოსებსაც  გავუწოდო მეგობრობის ხელი“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ აფხაზებისათვის გაკეთებული შეთავაზება 90 პროცენტი რეალისტურად მიაჩნია.

 “გვინდაჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობაველოდებირომ პოზიტიური გამოხმაურება იქნება, ეს ყველაფერი აშენდება. მაქვს ძალიან დიდი იმედი, 90 პროცენტზე მეტი იმედით ვარ განწყობილი, რომ ასე მოხდება, ასეთი მეთოდებით, ასეთი ხერხებითდიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსთავში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზებს ბოტანიკური ბაღისა და მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას სთავაზობს.