უცხოეთი
აზერბაიჯანში რუსული რაკეტმზიდი „უგლიჩი“ ჩავიდა

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემბერს აზერბაიჯანში რაკეტმზიდი „უგლიჩის“ ოფიციალური ვიზიტი დაიწყო რფ–ის  კასპიის საზღვაო ფლოტილიის სარდლის სერგეი პინჩუკის მეთაურობით.

 აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის საფლავის მონახულების შემდეგ სტუმრები აზერბაიჯანის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალ ჰიჯრან რუსტამზადეს შეხვდნენ.

 აღნიშნული ვიზიტი 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.