აქტუალური
„ფარული ჩანაწერის ავთენტურობა აუცილებლად დასადგენია” - გია ვოლსკი

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ სხვა ჩანაწერებიც გავრცელდეს. მისი განცხადებით, აუცილებელია, დადგინდეს გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა.

 „ავთენტურობა აუცილებლად დასადგენია და ავთენტურობასთან დაკავშირებით არასოდეს თავის განცხადებებზე პრობლემა არ ჰქონია ადრე არც მიხეილ სააკაშვილს, არც გვარამიას, არც გიგა ბოკერიას და თუკი რაიმეში ეჭვი ეპარებათ, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს მათი ჩვენებებიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. მათი აზრით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი აუდიომასალის გავრცელებას კონკრეტული მიზანი აქვს.

 „გაირკვეს, ვინ ატვირთა, რამდენად სანქცირებული იყო ეს ჩაწერა. ეს მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, როგორია შინაარსი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.