საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ სამხედრო ბაზებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკთხების გადაწყვეტას არ ანდობენ. გამოკითხვაში მონაწილე გერმანელთა მხოლოდ 4% და იტალიელთა 5% მიიჩნევს, რომ უცხოურ სამხედრო ბაზებს უკეთ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა, ვიდრე ეროვნულ არმიას.
გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 587 სამხედროობიექტია განლაგებული.
ევროპაში სამხედრო ობიექტების მეტნაკლებად დიდი რაოდენობა გერმანიაშია განთავსებული, იტალიაში ასევე იმყოფებიან სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და აშშ-ის არმია. კითხვაზე, „რომელი შეიარაღებული ძალები დაიცავენ თქვენს ქვეყანას უკეთ?“ გერმანელთა (38%) და იტალიელთა (34%) მესამედმა უპასუხეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეროვნული არმია უცხოური ძალების დახმარების გარეშე შეძლებს. ამასთან, გერმანიაში გამოკითხულთა 37% და იტალიაში გამოკითხულთა 34% თანახმაა, რომ ქვეყანა ეროვნულმა არმიამ და უცხოურმა სამხედრო ბაზებმა ერთობლივად დაიცვან. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ გერმანიაში რესპონდენტების 21%-ს, იტალიაში კი 27%-ს.
გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით გერმანიასა (1004) და იტალიაში (1002) 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.