უცხოეთი
ჯეი მერკური: მაკკეინი, ტრამპი და კომპანია სავჩენკოზე ფსონს ჩამოვიდნენ

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჯეი მერკურიმ იეჭვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ნადეჟდა სავჩენკოს შესაძლოა დიდი პოლიტიკური მომავალი ელოდეს.

 ნადჟდა სავჩენკო ბოლო ხანებში უკრაინის პოლიტიკის ყველაზე იდუმალი ფიგურა იყო. ბევრი მას  რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემოგზავნილი აგენტის როლს მიაწერდა, აღსანიშნავია, რომ ამგვარ მოსაზრებებისთვის საბაბი ნამდვილად არსებობდა.

 ამ კვირაში სიტუაციას ნათელი მოეფინა. სავჩენკოსა და ჯონ მაკკეინის შეხვედრის შემდეგ ბოლოსდაბოლოს ნათელი გახდა, ვის ინტერესებს წარმოადგენს სავჩენკო და ვინ გაათავისუფლა იგი. როგორც ჩანს, რუსებმა და ამერიკელმა რესპუბლიკელებმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს და სავჩენკო აქ უკანასკნელ როლს როდი თამაშობს. სწორედ აქედან მომდინარეობს ტრამპის „პრორუსული“ განწყობაც და სავჩენკოს ლიბერალური გამონათქვამებიც დონბასში მეამბოხეთა მიმართ.

 მაკკეინი, ტრამპი და კომპანია სავჩენკოზე ფსონს ჩამოვიდნენ. ხელახლა ამოიწვერება იულია ტიმოშენკოს ვარსკვლავიც. დიდი ალბათობით, სავჩენკო პრეზიდენტი გახდება, ტიმოშენკო კი პრემიერის პოსტს დაიკავებს.

 უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას კი ისღა დარჩენია, დემოკრატების გამარჯვების იმედი ჰქოდეს, ანდა ჩემოდნები ჩაალაგოს.