პოლიტიკა
„სააკაშვილმა მითხრა, რომ „თავისუფალი ზონის“ რესურსი აჩევნების შემდეგ არეულობის მოსაწყობად სჭირდება!“ – ბესო კალაძე

  საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესო კალაძემ თანაგუნდელებთან ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

 „აგვისტო-სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, „ნაციონალურ მოძრაობაშიგაჩნდა კონკრეტული დავალებები უკრაინიდან, რომ შექმნილიყო სპეციალური ორგანიზაცია საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

 „რამდენიმე დღის წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, შევთავაზე ჩემი რესურსის საარჩევნოდ გამოყენება. მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე კონკრეტული პასუხი, რომ ჩემი დათავისუფალი ზონისრესურსი მას არ სჭირდება საარჩევნოდ, ეს ხალხი მას სჭირდება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - დასძინა კალაძემ.

 „მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად გვითხრა, რომ დანარჩენ ინსტრუქციებს მივიღებთ შუამავლის მეშვეობით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნებოდა, არჩევნების შემდეგ, ვითომ არჩევნების გაყალბების საბაბით დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხელისუფლება იძულებული უნდა გაგვეხადა ჩვენი ქმედებებით, მომხდარიყო ჩვენი აქციების დაშლა. შემდგომრუსთავი 2“-ის მეშვეობით მოუწოდებდნენ ხალხსგამოსულიყვნენ ქუჩაში. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსხვერპლი“, - განაცხადა კალაძემ.

 „მინდა, საჯაროდ  ვამცნო მოსახლეობას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და განვაცხადო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვტოვებთ პარტიის რიგებს“, -  განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ბესო კალაძემ.