უცხოეთი
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია ქართველი მებრძოლების შესახებ საუბრობს.
როგორც ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვედზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადამკვრვებლო მისიის წევრებმა პატრულირებისას მთავრობისმიერ კონტროლირებად დასახლება ტროიტსკში (რომელიც ლუგანსკიდან დასავლეთით 69 კილომეტრში მდებარეობს) უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო შენიშნეს, რომლებსაც უნიფორმაზე ჰქონდათ წარწერა “ქართული ლეგიონი”.
სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქართულად საუბრობდნენ. ამასთან, ეუთო-ს დამკვირვებლებთან საუბრისას ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ წარმოშობით ქართველი სამხედროები მათ სოფელში მდებარე საცხოვრებელ სახლებში არიან განთავსებული.