პოლიტიკა
„ადამიანის დასჯა იმის გამო, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, საზოგადოებისთვის საზიანოა“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თუ “ნაციონალური მოძრაობა” მართლაც გაბედავს და რამე სერიოზულ პროვოკაციას მოახერხებს, რაც არ მომხდარა, შეიძლება ის მიიღონ, შეიძლება, მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

 „ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ვიღაც და ამიტომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ, ამ მიმართულებით წასვლა არანაირად არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და ქვეყანას. ასე არ შეიძლება,  კაცი დადგა იქ და ამის გულისთვის უნდა გავრიყოთ”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს, მენტალურად იძალადოს საზოგადოებაზე.

 „ხალხს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან ისინი, რომლებიც პრინციპში კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. ეს აღაშფოთებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კრიმინალები გვასწავლიან წესრიგს და გვიკითხავენ მორალს დღეს და მენტალურად ცდილობენ, ისევ იძალადონ საზოგადოებაზე“.