უცხოეთი
რუსეთსა და ჩინეთს შორის საბაგირო გზა შენდება

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი.  ტრანსასაზღვრო საბაგირო ხაზი 750 მეტრის სიგრძის იქნება, მდინარე ამურს გადაკვეთს და ბლაგოვეშჩენკსა და ხეიხეს დააკავშირებს. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

 საბაგირო გზის მეშვეობით ტურისტებსა და ორი ქვეყნის მოქალაქეებს გადაადგილება გაუიოლდებათ. რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ამ პროექტის განხორციელების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. მისი გახსნა ამურის მხარეში 2018 წელს იგეგმება. ინვესტიციების მოცულობა პროექტში 799 იუანს (119.8 მლნ დოლარი) შეადგენს.