უცხოეთი
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" IV ხარისხის ორდენით დააჯილოვა, დოკუმენტს ოფიციალური ინტერნეტ-პორტალი აქვეყნებს.
"აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, დაჯილდოვდეს "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" IV ხარისხის ორდენით ლუჟკოვი იური მიხეილის ძე", – ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისათვის, წლების წინ რუსეთის პრეზიდენტსა და მოსკოვის ყოფილ მერს, გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.