საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინამ უნდა შეასრულოს დაპირება და გაატაროს პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა შეიძლება რუსეთს სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ თუ ევროკავშირს საფუძველს მისცემენ, უკვე არის მინიმუმ ხუთი ისეთი ქვეყანა, რომლებიც მზად არიან თქვან, რომ მათ აღარ უნდათ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა“, - განაცხადა ბაიდენმა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის ყოველკვირას, რამდენიმე საათს ატარებს უკრაინის ხელმძღვანელობასთან საუბარში და მათ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, ის ცდილობს, დაარწმუნოს გერმანია, საფრანგთი და იტალია სანქციების შენარჩუნებაში.
„ევროპაში ასეთი განწყობაა: პრეზიდენტის ცვლილებამდე ის მაინც რუსეთს ეკუთვნოდა. მათ ჰყავდათ საკუთარი მარიონეტი. რა შეიცვალა? რატომ გვაიძულებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ სანქციებში?“, - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.