აქტუალური
„მთავრობაში ბევრი ჩემთვის საყვარელი მინისტრია“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობაში ბევრი მისთვის საყვარელი მინისტრია.

 ბიძინა ივანიშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რჩეულ მინისტრებად დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, კახა კალაძე, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ სხვა მინისტრებიც კარგად მუშაობენ.

 “ბევრი საყვარელი მინისტრია - ქუმსიშვილი, სერგეენკო, თუ გინდ კალაძე, დამრჩება ბევრი ჩამოუთვლელი და ნაწყენები დამრჩებიან, წულუკიანი, სუბარი იცავენ სტანდარტებს. ახალი მინისტრებიც ძალიან ეფექტურები არიან“, - განაცხადა ივანიშვილმა.