აქტუალური
„ლეიბორისტული პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია “ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. დღეისთვის კიდევ ერთი სირცხვილი შემოგვრჩა - ლეიბორისტული პარტია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „რამდენიმე პარტია იყო ფსევდოოპოზიციური და ეს სირცხვილი შემორჩა კიდევ საქართველოს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტია უარესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან  ეს პარტია ემსახურება "ნაციონალური მოძრაობას" და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არ არის.  ეს ორმაგი დანაშაული გამოდის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.