აქტუალური
პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" წყალტუბოში 30- მდე წევრმა და მესტიის მთელმა რაიონულმა ორგანიზაციამ დატოვეს

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც პარტიიდან წასული ადამიანები აცხადებენ, მათ ხელფასს არ აძლევდნენ და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც უანგაროდ აკეთებდნენ, დაფასებაც არ ჰქონდათ.

 მათივე თქმით, პარტიაში ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაწევრიანდნენ, რაც მიუღებელია. 

 "სწორედ ამიტომ ბურჭულაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ", - აცხადებენ პარტიის ყოფილი წევრები.