უცხოეთი
ტრამპმა პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ შეთავაზება უგულებელჰყო

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხევედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ Foreign Policy იტყობინება.

 როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მხრიდან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის თაობაზე მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა მიიღო. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონის აღნიშნული წინადადება მიიღო და ორშაბათს, 19 სექტემბერს უკრაინის ლიდერს შეხვდა. ტრამპის საარჩევნო შტაბიდან პასუხი უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, მილიარდერის დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკში უკრაინის ლიდერთან შეხვედრა არ შედის. ნიუ-იორკს ტრამპი სავარაუდოდ მხოლოდ 26 სექტემბერს წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღების მიზნით ეწვევა.