უცხოეთი
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. 21 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ანკარა კიევს ყირიმის საკითხში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, შეხვდნენ.
"რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია რომ "რუსეთთან დიალოგის აღდგენა გავლენას არ იქონიებს თურქეთის პოზიციაზე".