უცხოეთი
უკრაინა აშშ-სგან ერთი მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს მიიღებს

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ მზად არის, უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

 პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაასტურა, რომ უკრაინამ ფინანსური დახმარების მისაღებად ყველა პირობა დააკმაყოფილა.

 აშშ-მა და უკრაინამ კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმება ივნისში გააფორმეს. კიევმა კრედიტს ხუთი წლის ვადაში, 2021 წლამდე უნდა დაფაროს. ეს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ უკვე მესამე შეთანხმებაა 2014 წლის მაისის შემდეგ. მესამე ტრანშის მიღებას უკრაინა ჯერ კიდევ 2015 წლის ნომებერში ელოდებოდა, თუმცა აშშ-მა კიევს ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

 გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის - 1 მილიარდი  დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.