საზოგადოება
ხათუნა ხოფერია: „მე ვიცი, როგორ გეგმავენ ნაციონალები პროვოკაციებს!“

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი.

 „ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წლების განმავლობაში შემოდის მილიარდობით დოლარი, რაც თითქოს ჩაიდო ეკონომიკაში. იყო ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიგა ბოკერია… მას უნდა განეხორციელებინა პროექტები საპატრიარქოს წინააღმდეგ და ამაში საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, მაგრამ რეალურად არ ჩანს არაფერი. მათ ვერ შეძლეს ვერც ეკლესიის გახლეჩა და ვერც სხვა თემები წამოსწიეს წინა პლანზე… მაგალითად, ვერ გააქვთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც. ახლა ესენი ვალში არიან გარკვეული წრეების წინაშე.

 მე ნაციონალებთან ნამუშევარი ვარ და ვიცი, როგორც გეგმავენ პროვოკაციებს. ხშირად სააკაშვილის გარემოცვა ისეთ თემებზეც კი მსჯელობს, რომელიც შეიძლება, ნორმალურ ადამიანს სრულ სიგიჟედ მოეჩვენოს. ესენი სხდებიან, აბლაბუდას ქსელს ქსოვენ და მერე ახორციელებენ. ამიტომ მე არასოდეს მიკვირს ამათი საქციელი და არც რთული გასაგებია!“, - აცხადებს ყოფილი პარლამენტარი, ზურაბ ჟვანიას ერთგული თანაგუნდელი, დღეს კი „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პასუხისმგებელი თანამშრომელი ხათუნა ხოფერია.