პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკური პარტიის, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გუშინ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გუბაზ სანიკიძის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუ ის კოალიციის ყოფილი წევრი პარტიების ლიდერებს შეხვდება.

 "ამის დრო არჩევნებამდე აღარ არის. კრიტიკა, ეს იყო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია მათდამი, რომელიც გამოვხატე“, - უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა.

 რაც შეეხება კითხვას, რას უპასუხებდა დავით უსუფაშვილს, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილს ოპონირებას ყოველთვის გაუწევს, ივანიშვილმა აღნიშნა: „ყველაფრისთვის მზად ვარ, ოპონირებისთვისაც, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა გამიწიონ ოპონირება?  მეხომ არ ვარ პოლიტიკაში?!".