აქტუალური
"ქვეყნის ეფექტიან მართვას კარგი გამოცდილება სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რომელიც დაესწრო კონფერენციას “სტუდენტები თვითმმართველობისთვის”. მან ჟურნალისტებთან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 „ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს, ისევე, როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს “გახდი მოქალაქე”. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 კონფერენციის მიზანია, კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს ექსპერტებს გააცნონ.