უცხოეთი
საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა და აშშ-მა აღიარეს, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა. თუმცა, გამოწვევები დემოკრატიული ვალდებულებებისათვის ნარჩუნდება. ამის შესახებ ТАСС-ი იუწყება.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი დაეყრდნენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ბიუროსა და ეუთოს დამკვირვებელთა მოხსენებას.
”წინასწარი დსკვნების თანახმად, არჩევნები ტრანსპარენტულად ჩატარდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ”, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის განცხადებაში.