უცხოეთი
საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის ახალარჩეული დუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. შესაბამის გადაწყვეტილებას რადას 264-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი არ აღიარებს დუმის არჩევნების შედეგებს და, შესაბამისად, მის შემადგენლობას, უფლებამოსილებებს, მიღებულ აქტებსა და გადაწყვეტილებებს.
რუსეთის ახალი შემადგენლობის პარლამენტის არაღიარების ინიციატივით “სახალხო ფრონტის” დეპუტატები გამოვიდნენ. უკრაინელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნები უკანონოდ ჩატარდა.