საზოგადოება
"მესამე სექტორი ანტიქართულ საქმეს აკეთებს" - გოგი თოფაძე

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. “ თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს” ლიდერი გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ მისი საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს.

 რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატები, გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

 "არასამთავრობოებმა მოჰკითხონ თავის პატრონებს, ვის დააყენებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ანტიქართულ საქმეს აკეთებენ. მოიწამლა ახალგაზრდობა, ასე გადაეცით და მეტი იფიქრონ საქართველოს კეთილდღეობაზე და არა იმ გრანტებზე, რომელსაც უგზავნიან უცხოეთიდან“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.