აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა

  საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი.  ლევან იზორიას და ბრიგადის გენერალ სალიჰ ზაქი ჩოლაქ შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალ სალიჰ ზაქი ჩოლაქს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.