უცხოეთი
საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ანგელა მერკელის პარტია "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი" ბერლინის რეგიონულ პარლამენტში აღრჩევნებზე მარცხდება. წინასწარი შედეგებით, "ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას" ამომრჩეველთა 18 პროცენტმა დაუჭირა მხარი. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 22 პროცენტი დააგროვა. მემარცხენე პარტიას ამომრჩეველთა 15 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, დაახლოებით ანალოგიური შედეგი აქვს ”მწვანეთა პარტიას”.
პოზიციები გაიმყარა მემარჯვენე ანტიიმიგრანტულმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". აღნიშნული პარტია სავარაუდოდ პირველად მოხვდება ბერლინის პარლამენტში. ეგზიტ-პოლების შედეგებით, პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის» ამომრჩეველთა 13 პროცენტმა დაუჭირა მხარი.