უცხოეთი
საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია “ედინაია რასია” ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას აგროვებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 90 პროცენტი, რის შედაგადაც, პარტია “ედინაია რასიას” ხმების 54,21 პროცენტი აქვს მიღებული. მეორე ადგილს რუსეთის კომუნისტური პარტია იკავებს ხმების 13,53 პროცენტით, მას ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მოჰყვება, რომელსაც ამომრჩეველთა 13,28 პროცენტმა დაუჭირა მხარი. “სპრავედლივაია რასიას” ხმების 6, 19 პროცენტი აქვს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვერცერთი არასაპარლამენტო პარტია ხუთპროცენტიანი ბარიერს ვერ ლახავს და მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ვერ ხვდება.