უცხოეთი
მოსკოვმა სირიის არმიაზე აშშ-ის იერიშის შემდგომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, მანამდე კი ოფიციალურმა მოსკოვმა გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. რუსული მხარე საერთაშორისო კოალიციას სირიის არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ინციდენტი დეირ ეზ ზორის რაიონში მოხდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა 2 კვირის წინ მიაღწიეს, რის შემდეგაც სირიაში დროებითი ზავის რეჟიმი ამოქმედდა.