უცხოეთი
გერმანიაში "ბერძნული სცენარის" გამეორებას არ გამორიცხავენ

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიაში შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაშიბერძნული სცენარიგანმერდეს. უწყების პროგნოზით, გერმანიის სახელმწიფო დავალიანებამ შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის 200 პროცენტს გადააჭარბოს.

 ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც 2060 წლამდე სახელმწიფო ფინანსების გრძელვადიან განვითარებას ეხება.

 დოკუმენტს 17 თებრვლამდე გერმანიის მთავრობას წარუდგნენ. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ პესიმისტური სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფო სახსრების მკაცრი ეკონომია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას არა მიგრაციული კრიზისი, არამედ დემოგრაფიული პრობლემები წარმოადგენს, კერძოდ, დაბალი შობადობა, მოსახლეობის დაბერება და ამასთან დაკავშირებული სოციალური ხარჯების ზრდა. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო დავალიანებამ შესაძლოა, 37-დან 119 მილიარდამდე  ევრო შეადგინოს.