საზოგადოება
„ნუ გაუტოლდება უსუფაშვილი ელისაშვილს“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი  ტყუილის თქმით ალეკო ელისაშვილს ემსგავსება. მისი თქმით, უსუფაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კვირიკაშვილი მან მოძებნა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

 „წავიკითხე ელისაშვილის განცხადება, რომ ივანიშვილი თურმე მთელ სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ახლა ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურა პიროვნულად ამდენი სიცრუით. ახლა ყურადღების მიღმა რომ დარჩა, შემოაგდო ახალი ინტრიგა. არ ვიციო, ვინ მითხრაო, რა მითხრაო, მაგრამ ასეაო - ამბობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერებიც. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, რომ თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილიც, პრემიერობაზეც უარი თქვა, სულ სიცრუეს საუბრობს. ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელიც არ იყო ცუდი ჟურნალისტი და ამდენი სიცრუით და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ელისაშვილიც და საქართველოს ყველა მოსახლეც,  არავის მტერი არა ვარ და არც არავის ამის ეჭვი არა აქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.