უცხოეთი
აშშ-მა რუსეთს სანქციების ნაწილი გაუუქმა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-მა რუსეთს სანქციების ნაწილი გაუუქმა როსობორონექსპორტთან თანამშრომლობის ნაწილში შვეულმფრენების პროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ზამირ ქაბულოვმა განაცხადა.

 „არაფერს შეუშლია ხელი აშშ-თვის, რომ სანქციები გაეუქმებინა როსობორონექსპორტისთვის იმ ნაწილში, რომელიც ავღანეთში ჩვენსავე მიწოდებულ შვეულმფრენებს და მათ მომსახურებას ეხება. მათ თავად მოიქციეს თავი ჩიხში და იძულებული გახდნენ, სანქციები გაეუქმებინათ“, - განაცხადა ქაბულოვმა.