უცხოეთი
საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ჰილარი კლინტონი თავს კარგად გრძნობს და მზად არის პრეზიდენტის მოვალეობებიც შეარულოს. ამის შესახებ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ექიმმა გვრცელებულ წერილში განაცხადა. ამჟამად კლინტონი ანტიბიოტიკებით მკურნალობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მედიის დიდი ყურადღების ფონზე, ჰილარის კონკურენტმა დონალდ ტრამპმაც, ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მიიტანა და განაცხადა, რომ იგი თავს ახალგაზრდულად გრძნობს.