პოლიტიკა
„საუბარია იმაზე, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი და არა იმაზე, გახდება თუ არა“ - გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.

 პრემიერის თქმით, მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. დიახ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან“, - თქვა ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 „გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მიღებული იყო ბუქარესტის სამიტზე და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დადასტურდა. ასე რომ, აქ საუბარია იმაზე, „როდისგახდება და არაგახდება თუ არასაქართველო ნატოს წევრი.

 გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შესახებ ერთპიროვნულად მიიღეს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა და ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა საქართველოს დამსახურებიდან და ალიანსის უსაფრთხოებაში მის მიერ წვლილის შეტანის პერსპექტივიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით, ნატოს წევრობა არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და მთავრობის საბოლოო მიზანი.