აქტუალური
„ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, საკმაოდ არაპოპულარული ბურჭულაძე თავიდან მოიშოროს“ - გია ვოლსკი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ერთადერთი, რაც საუბრის ჩანაწერიდან გამოჩნდა, ის არის, რომ პაატა ბურჭულაძენაციონალურ მოძრაობასთანკი არ თანამშრომლობს, არამედ მას ემორჩილება, იღებს ინსტრუქციებს და თითის ქნევას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში.

 “ერთადერთი, ვინც ასეთი დიალოგის გამართვაში და შემდეგ სუს-ის დადანაშაულებაში დაინტერესებული იყო, არისნაციონალური მოძრაობა”. ეს მათი გეგმის ნაწილია. სააკაშვილირუსთავი 2”-სთვის დაფორბსისთვისმიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ახალგაზრდების მობილიზებას და ხელისუფლების დამხობას გეგმავს. ხაზი გრძელდება და ეს ყველაფერი იმ ინსტრუქციების ნაწილია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იძლევა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

 “სტაბილურობის შენარჩუნების ნიში ქვეყანაში ძალიან მყარადაა დაკავებული და არის კიდევ ერთი ნიში, რომელიც მათ უნდათ, ბურჭულაძემ და მასთან ასოცირებულმა პარტიებმა დაიკავონ. ხელისუფლების და პრემიერის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მათ გადაწყვიტეს, ხელისუფლებას ჩრდილი მიაყენონ. აქაც, ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, საკმაოდ არაპოპულარული ბურჭულაძე თავიდან მოიშოროს და ეს სტრატეგია ბურჭულაძის კისერზე გადაატაროს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.