ტყუილია, რომ ამერიკა „შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანაა“, სადაც ნებისმიერი მოქალაქის „ამერიკული ოცნება“ სრულდება! შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანა ამერიკა კი არა, საქართველოა!
მარტო საქართველოშია შესაძლებელი, საპარლამენტო არჩევნები ნახევრად გაყალბებულად ცნონ - მაგალითად, მაჟორიტარულ ნაწილში, ხოლო პროპორციულში - კანონიერად, როგორც ეს 2004 წელს მოხდა!
მარტო საქართველოშია შესაძლებელი, გაყალბებულ არჩევნებთან ერთად ჩატარებული გამოკითხვა კანონიერ რეფერენდუმად ცნონ, რადგანაც გამოკითხულთა უმრავლესობას, თურმე, ნატო უნდა, როგორც ეს 2008 წელს მოხდა!
მარტო საქართველოშია შესაძლებელი, ერთი და იმავე სოცგამოკითხვის შედეგები აღიარო მარტო იმ ნაწილში, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობას ნატო უნდა, და გაყალბებულად ცნო იქ, სადაც „ნაცმოძრაობა“ და მარგველაშვილი პოპულარობით „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს უსწრებენ!
მარტო საქართველოშია შესაძლებელი, რომ სააკაშვილისა და მარგველაშვილისნაირები ქვეყნის პრეზიდენტები და მთავარსარდლები ხდებოდნენ...
აბა, რომელია ახლა შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანა - ამერიკა თუ საქართველო?!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 16 სექტემბერი