უცხოეთი
ობამამ ტრამპისთვის პუტინი მისაბაძ მაგალითად დაასახელა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერი სიტყვით გამოსვლისას, რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი პუტინის მიმბაძველობაში დაადანაშაულა.

 „იფიქრეიმაზე, რომ პუტინის, რომელიც მაგარი ბიჭია“, მხარდაჭერის რეიტინგი 82% შეადგენს… შეხედეთ სადამ ჰუსეინის რეიტინგსაც… ის 90% შეადგენდა… ასე ხდება მაშინ, როდესაც ყველა განსხვავებულად მოაზროვნეს ციხეში სვამენ… იფიქრეთ იმაზეც, რომ პუტინი – ტრამპისთვის მისაბაძი მოდელია, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ადრე რესპუბლიკელებს პუტინი არ მოსწონდათ…

 „ჩემთვის პუტინის მიბაძვა მაგალითი არა არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც პრეზიდენტებს ერთად მუშაობა გვიხდებოდა“, - აღნიშნა ობამამ.