უცხოეთი
გენპროკურორი: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის შს მინისტრის ავაკოვის წინააღმდეგ

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ცენკომ განაცხადა. ამავე დროს, ლუცენკოს არ დაუკონკრეტებია, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

 ლუცენკოს თქმით, საქმე აღძრეს პროკურატურაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ვიტალი შაბუნინის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 თავად ავაკოვს ლუცენკოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 აგვისტოში უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი არსენ ავაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პროექტის ავტორების აზრით, ავაკოვი კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლის გამო უნდა გადადგეს.