საზოგადოება
რესტავრირებულ სავარდო და სამაისო ქუთაისში, სადაც თვალის ერთი გადავლებით ყველაფერი მტრის გულის მოსაკლავადაა, ახალი წლის ღამეს ,,მიწაში ჩამარხულმა’’ პრობლემებმა იჩინა თავი.
საქინფორმის კორესპონდენტს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებმა ლეილა კაკაურიძემ აცნობა, რომ ,,დღესაც ონკანში ჟანგიანი წყალი მოდიოდა, ისედაც რაღაც ორი საათით მოვა და ერთი საათი სულ ჟანგია. გადავსახლდები ამ ქალაქიდან’’.