აქტუალური
ცესკო-ს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკის - თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” სარჩელი დააკმაყოფილა და ცესკო-ს გადაწყვეტილება ბათილად ცნო, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციიდან მოიხსნა.

ამას გარდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა "მრეწველების" სარჩელი, რომელიც პროცესზე დააყენეს და სასამართლომ დაავალდებულა საარჩევნო კომისია, “თოფაძე-მრეწველები,  ჩვენი სამშობლო” იმ საარჩევნო სიით დაარეგისტრიროს, რაც საარჩევნო ბლოკმა ცესკო-ში წარადგინა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს.