აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, კონტრაქციებისგან თავი შეიკავონ

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე, ანუ სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან, არ უნდა მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 „ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშიც შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის დაძაბვა. რაც შეეხება შსს- დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები”, - განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაცემულია ბრძანება, არჩევნების პერიოდში იყოს იმდენი პოლიციელი, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობა.