საქართველოს ნატოში მიიღებენ 2016 წლის ბოლომდე, თუ სამ პირობას შევასრულებთ:
1. აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის დამოუკიდებლობას იურიდიულად ვაღიარებთ (რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, პრაქტიკულად, უკვე აღიარა 2008 წლის 15 აგვისტოს ე.წ. მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით კიდევ 4 წლით პრეზიდენტად დარჩენის სანაცვლოდ) და პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ყველა სათანადო ცვლილებას კონსტიტუციაში დავაკანონებთ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე;
2. 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით ახლად დაკანონებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე) ჩავატარებთ საყოველთაო რეფერენდუმს საქართველოს ნატოში შესვლის თაობაზე. რეფერენდუმში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის, უცხოეთში - რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მყოფმა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ დაუკარგავთ;
3. თუ რეფერენდუმის შედეგებით უმრავლესობა ნატოში შესვლის მომხრე იქნება და მთავრობა, ამასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსებას დათანხმდება, საქართველოს ნატოში უპრობლემოდ მიიღებენ!
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე პირობა არ შევასრულეთ, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ, მაგრამ ნატოს წევრობის სანაცვლოდ სამ დაპირებას მივიღებთ:
1. რომ ნატო და აშშ ყოველთვის აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, უკიდურესად აღშფოთებულნი, ყოველთვის მოუწოდებენ რუსეთს - გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რათა ეს ტერიტორიები დაგვიბრუნოს;
2. რომ ნატო და აშშ ყოველთვის იქნებიან მადლიერნი საქართველოსი კონტრიბუციის გამო - ქართული ჯარის ქვედანაყოფების მონაწილეობისთვის ერაყში, ავღანეთში და სხვა ოპერაციებში;
3. რომ საქართველო დგას დემოკრატიული რეფორმების სწორ გზაზე, რომელიც „ტაძრამდე“, ანუ ნატომდე აუცილებლად მიგვიყვანს, რომლის კარი საქართველოსთვის მუდამ იქნება ღია და მას მიიღებს, როგორც კი ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა ამაზე შეთანხმდება.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 15 სექტემბერი