საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ში სოციალური ქსელის მომხმარებელები აქტიურად განიხილავენ პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის ორეულის შესახებ ეჭვებს…
სოციალური ქსელის მომხმარებლები კლინტონის ორეულის შესახებ მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიალზე ქალბატონი კლინტონი შეუძლოდ გახდა და გული წაუვიდა… სულ რაღაც 2 საათში კლინტონი ისევ გამოჩნდა მედიის წინაშე და აქტიურად პასუხობდა კითხვებს… სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კლინტონის ფოტოები, რომელიც მისი შეუძლოდ გახდომის შემდეგ იყო გადაღებული, ადრინდელ ფოტოებს შეადარეს და მათ საგრძნობი განსხვავება აღმოაჩინეს კლინტონის სახის ისეთ დეტალებში, როგორიც გახლავთ სახის ოვალი, თვალის ჭრილი და ყურის ბიბილოზეც კი… ზოგიერთმა ბლოგერმა კი, წლების წინ გადაღებული კლინტონის ფოტოც ამოქექა, სადაც ის თავის ორეულთან ერთად არის აღბეჭდილი.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჰილარი კლინტონის მიერ ორეულის გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ის სერიოზულადაა ავად.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონს 11 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ექიმებმა პნევმონია დაუდგინეს, რის გამოც მან უახლოეს დღეებში დაგეგმილი საარჩევნო შეხვედრები გადადო.