ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს
პირველი ეტაპი საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით უკვე გაიმართა. მეორე ტური კი გუშინ დაიწყო და 16 იანვარს ინფორმატიკით დასრულდება. ოლიმპიადის მეორე ეტაპი საქართველოს 65 ქალაქის 91 საჯარო სკოლაში ჩატარდება. მასში სულ 85 ათასი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. დასკვნითი მესამე ტური კი მარტში გაიმართება და 10 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდება.
როგორ ჩააბარეს მეთორმეტეკლასელებმა საგამოცდო ტესტები და როგორ გაიარეს სრულიად ახალი ტიპის გამოცდა, შედეგები უკვე ცნობილია და ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ტესტებით სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს მეთორმეტეკლასელები წელს პირველად 8 საგანში ჩააბარებენ. გამოცდები კომპიუტერით ჩატარდება. მათ ოთხი სავარაუდო კითხვიდან სწორი ვარიანტის შერჩევა მოუწევთ. გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მოსწავლე გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ზღვარს გადალახავს. ტესტური გამოცდები 20 მაისს დაიწყება და ივნისის პირველ კვირაში დასრულდება.