საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ს მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის დაპატიმრების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ ტელეკომპანია NTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანკარა 75 წლის გიულენს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. აგვისტოს დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის დაკავების ორდერი გასცა და მას შემდეგ ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ მზად არის, თურქეთს გიულენი გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ანკარა მისი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს დაამტკიცებს.
თავად ფეთჰულა გიულენი, რომელიც 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს, ამბოხის მცდელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.