აქტუალური
"საქართველო იბრუნებს სატრანზიტო ქვეყნის ძალიან დიდ მნიშვნელობას" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გახსნა. საქართველოს საზღვაო ცენტრი საქართველოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს.

 შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს საზღვაო ნაოსნობის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში, ფორუმზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებებს საქართველოს, მალტას, უკრაინასა და ირანს შორის.

 "საქართველო არის საზღვაო ქვეყანა. საქართველო თანდათან იმტკიცებს ამ იმიჯს და იბრუნებს სატრანზიტო ქვეყნის ძალიან დიდ მნიშვნელობას, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.