აქტუალური
„სირცხვილია, ბატონო ბიძინა!“ – დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც არის 101 კონკრეტული წინადადება.

 „ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძისა და რესპუბლიკელების მიერ... ასევე აქ არის არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და რესპუბლიკელების წინადადებებიეს არის თითი თითზე არ დადებული?“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მას დე ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 „ნაციონალურ მოძრაობასარაფერი არ აღელვებდა 4 წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს ქვეყანა სამართავად, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კომისიის მუშაობის დოკუმენტები წარუდგინა.

 "ამაზე მეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე... სირცხვილია, ბატონო ბიძინა.  ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი. მე არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა", - განაცხადა უსუფაშვილმა.