აქტუალური
"თიბისი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკას" აქციები შეიძინა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. "თიბისი ჯგუფმა" და ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც "თიბისი ბანკი" "ბანკი რესპუბლიკას" აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს. "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ თანხის 70% ნაღდი ანგარიშსწორებით იქნება გადახდილი, ხოლო 30 % "თიბისი ბანკის" ახლად გამოშვებული აქციებით, რის შედეგადაც ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" "თიბისის" აქციების 5,4%-ის მფლობელი ხდება. რაც შეეხება "ბანკი რესპუბლიკას" აქციების დანარჩენილ 6,36%, რომელიც "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" ეკუთვნის, "თიბისი ბანკის" წარმომადგენლებს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება აქციების გამოსყიდვაზე.

 „აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტორების შემოდინებას და ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას", - აღნიშნა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და იქვე დასძინა, რომ "თიბისიმ"  "პროგრეს ბანკის"108 მილიონი ლარის ღირებულების აქტივებიც შეიძინა.