რედაქტორისგან
„თუ ხალხს ნატო მართლა აურჩევია, რატომ იმეორებენ ამას სულ? რომ არ დაავიწყდეთ?! “ - არნო ხიდირბეგიშვილი

 მკითხველს ვთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო „REX”-ის ინტერვიუს საქინფორმის მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან.

 - ბატონო არნო! რა აუცილებელი იყო შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გენმდივან სტოლტენბერგის მეოთხე ორდღიანი ვიზიტი საქართველოში ნატოს დელეგაციასთან ერთად 7-8 სექტემბერს?

 - ეს საინსპექციო ჩამოსვლა იყო შემოწმების მიზნით - ხომ არ გადაიფიქრა საქართველოს მთავრობამ ნატოში შესვლა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის და მისი ქმრის - ფორმალურად ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის წასვლის შემდეგ. 

 - შემთხვევითია, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი შედგა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის აუცილებლობის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" უსუფაშვილის განცხადების მომდევნო დღეს?

 - არა, ეს შემთხვევითი არ არის, უსუფაშვილმა და ტელეწამყვანმა გაბუნიამ განგებ მოაწყვეს ისე, რომ მეორე დღეს სტოლტენბერგის ვიზიტი რესპუბლიკური პარტიის ამ ინიციატივის მხარდაჭერად გამოჩენილიყო.

 - განა ეს შესაძლებელია? საქართველო ხომ ჯერ ნატოს წევრი არ არის?

 - ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის გასახსნელად ნატოს წევრობა აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ამ სახელმწიფოს მმართველი  ან ახლომხედველი უნდა იყო, ან - ნაძირალა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნებოდა და ვაზიანში ამერიკული ჯავშანტექნიკის შეტანას დაიწყებდნენ, რომელიც ერთობლივი სწავლებების შემდეგ ყოველ ჯერზე იქ რჩებოდა, მე განვაცხადე, რომ აქ აშშ-ის სამხედრო ბაზას ხსნიან. მაგრამ ამას ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი და ყველა დანარჩენი.

 - გამოდის, მთელი მთავრობა თანახმაა? აშშ სამხედრო ბაზას მხოლოდ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ან მისი ქმრის სურვილით ხომ ვერ გახსნის?

 - ნატოს საკითხში ნაციონალები და მეოცნებეები თანამზრახველები არიან. თუ მთავრობა თანახმა არ არის, მაშინ რატომ არ ხსნის არჩევნებიდან რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც საქართველოში აშშ-ის ბაზების განლაგების პროპაგანდას ეწევა, ისევე, როგორც რეგისტრაცია გაუუქმეს პარტიებს, რომლებიც საქართველოში რუსეთის ბაზების დაბრუნებაზე ოცნებობენ - ბედუკაძის "ცენტრისტებს", კვარაცხელიას "სოციალისტებს" და თოფაძის „მრეწველებს“!?!

 - ორმაგი სტანდარტები?

 - რომლებიც მწარედ შემოგვიბრუნდება, როცა ნატოს ბატალიონი - 1000-ზე მეტი ჯარისკაცი! - საქართველოში უხამსობებს ჩაიდენენ, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ქუჩაში იჩხუბებენ, კაფეებში დებოშს მოაწყობენ და ქართველ ქალებს ხელების თათუნს დაუწყებენ, რასაც უკვე აკეთებენ თბილისში არაბები და თურქები...

 - სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა საქართველოში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ბაზის გახსნაზე ხმამაღლა ლაპარაკს...

 - ნატოში ინტეგრაციისათვის ხელისუფალთ ძალიან მალე მოუწევთ ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა, როგორც მანამდე მოუხდათ მობოდიშება ნაციონალებთან კოჰაბიტაციისთვის და კუბლაშვილთან, პაპუაშვილთან და ქადაგიძესთან თანამშრომლობისთვის, უმაღლეს თანამდებობებზე მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ალასანიას, ხიდაშელის, ბერძენიშვილის და მათი მსგავსი მავნებლების დანიშვნისთვის! ივანიშვილის ღვაწლი დაუფასებელი და მარადიულია, მაგრამ ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს...

 - ჰო, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მოღალატეებსა და კეთილისმსურველებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, სანამ არ უღალატებენ, როგორც ალასანია თუ რესპუბლიკელები, რომლებიც მანამდე "ზეადამიანები იყვნენ ცოდნისგან დამძიმებული თავებით”, რესპუბლიკური პარტია კი - ეტალონი...

 - ნამდვილი იდიოტი უნდა იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტი უწოდო და "მრგვალი მაგიდა" კომპარტიას გაუთანაბრო, მით უმეტეს - წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს რესპუბლიკელების გაბერილმა "თავმა" ბერძენიშვილმა ჩაიდინა ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ მიერ ნახსენები "რუსთავი 2"-ის ტელეეთერში. ვფიქრობ, დროა, რესპუბლიკელებმა რეგიონულ კი არა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნონ და არჩევნებზე კი არა, ოდესაში ემიგრაციაზე იფიქრონ...

 - გასულ კვირას, საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაცია "ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების შეცვლა დაუშვებელია, რადგან ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მან არაერთხელ გამოხატა სხვადასხვა გამოკითხვის და კვლევის ფარგლებში"...

 - რაღაც არ მახსოვს, ქართველ ხალხს "სუვერენული გადაწყვეტილება" მიეღო ნატოში ინტეგრაციის საკითხზე. მახსოვს მხოლოდ მერაბიშვილისა და ახალაიას მიერ 2008 წელს გაყალბებული პლებისციტი, რომელსაც უვიცები რეფერენდუმს უწოდებენ. მით უფრო არამართებულია "სუვერენულ გადაწყვეტილებაზე" ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს პლებისციტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ ჩატარებულა, ხოლო პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა აღიარებდეს.

 თუ ხალხს ნატო მართლა აურჩევია, რატომ იმეორებენ ამას სულ? რომ არ დაავიწყდეთ?! თუ ვისაც არ აგვირჩევია, გვახსენებენ, რომ ხალხი არ ვართ?

 - კვირიკაშვილი, ალბათ, სოციოლოგიურ გამოკვლევებს გულისხმობდა, რომლებსაც საქართველოში დაკვეთით ატარებენ NDI, IRI და სხვა ამერიკული თუ ევროპული ინსტიტუტები.

 - ისევ ორმაგი სტანდარტები! ესე იგი, ამ სოციალური გამოკითხვების შედეგებს მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავუჯეროთ - კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას თითქოს ნატოში შესვლა უნდა? და არ უნდა დავუჯეროთ იმ ნაწილში, სადაც "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" უსწრებს, ხოლო მარგველაშვილი, ბაქრაძე და უსუფაშვილი პოპულარობით კვირიკაშვილს და ივანიშვილს სჯობნიან?!

 - და ამომრჩეველს ვისი სჯერა, ბატონო არნო?

 - ახლა ბევრი დაიბნა - არ იციან, ვის დაუჯერონ... სანიმუშო მეოჯახე ივანიშვილს, რომელიც გამუდმებით აცხადებს, რომ მისი პირადი და დიდი დამსახურებაა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება? კანონისა, რომელიც პედერასტებს ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებების დარღვევის ხარჯზე იცავს? თუ მის მიერ დასმულ კვირიკაშვილს დაუჯერონ, რომელიც, პირიქით, გვპირდება, კონსტიტუციაში აუცილებლად შეიტანოს ჩანაწერი, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის ერთობაა?! ან იქნებ უსუფაშვილს, სააკაშვილს, ალასანიას და მარგველაშვილს დავუჯეროთ, რომელთა ოჯახებში "თავისუფალი ევროპული" ზნე-ჩვეულებები მეფობს?! მითუმეტეს, რომ რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს ქუთაისში ბატონმა ბიძინამ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ „მეორე არჩევანის პარტიებად“ დაასახელა, „მისიანებად“ მოიხსენია...

 დაუჯერებს კი ამომრჩეველი უცნობ კოსმოპოლიტებს "ქართული ოცნების" ახალი სიიდან და ზოგიერთ ძველ „კოსმონავტს“? რატომ უნდა მოხვდნენ ისინი პარლამენტში ივანიშვილის და მისი პროფესიონალი გუნდის - კვირიკაშვილის და კალაძის, ქუმსიშვილის და მღებრიშვილის, სერგეენკოს და სოფრომაძის, კახიშვილის და გომელაურის - ავტორიტეტის ხარჯზე?

 მაგრამ ყველაზე დიდი სილის გაწნა ქართველებისთვის ის გახლავთ, რომ ადამიანების ორგანოებით მოვაჭრე მსუბუქი ყოფაქცევის ჰოლანდიელი „ცე-რე-უ“-ს ჯაშუში - ადამიანურობის წინააღმდეგ სამხედრო დამნაშავის და ძებნაში მყოფი სერიული მკვლელის, ციხის ჯალათის, სიფილისიანი სტაჟიანი ნარკომანის, ჭკუასუსტი სექსუალური მანიაკი სააკაშვილის იურუდიული ცოლი - ერთ თვეში საქართველოს პარლამენტის წევრი გახდება!