საზოგადოება
„თუ გავაგრძელებთ რეფორმებს, ვიცხოვრებთ ღირსეულად საკუთარ ქვეყანაში“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განვლილი ოთხი წლის ყველაზე მთავარ მიღწევად ინსტიტუციონალიზაციას მიიჩნევს. „ერთი კაცის სამსახურში იყო მთელი სახელმწიფო, ამ ერთ კაცს ემსახურებოდა ყველა, ამ ერთ პატარა ჯგუფს, რომელიც დღესაც ბობოქრობს და ოცნებობს დაბრუნებაზე. დღეს გყავთ ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურშია. რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გამყარდეს. კიდევ სჭირდება რამდენიმე წელიწადი, რამდენიმე ოთხწლეულიც კი. 2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე, თუ გავაგრძელებთ რეფორმებს, ჩვენ გვექნება მყარი, დემოკრატიული ინსტიტუტები, გვექნება ევროპული ტიპის ეკონომიკა და ვიცხოვრებთ ევროპელების მსგავსად, ღირსეულად საკუთარ ქვეყანაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.