აქტუალური
საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენებაში დახმარების მიზნით საქართველოში საფრანგეთის არმიის ოფიცერი იმუშავებს

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საჰაერო თავდაცვის სფეროში საქართველოსთან  ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, თქვენი აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და ადაპტირებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

 „არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთმა საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იტვირთა, რომელიც სუვერენულობის წამყვანი ელემენტია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ეფექტიანი საშუალებები ჰქონოდა საჰაერო სუვერენულობის კუთხით. მე ზუსტად ახლა ვუთხარი მინისტრ იზორიას, რომ ამ ფორმატში ჩვენ საჰაერო არმიის ოფიცერი მოვავლინეთ, რომელსაც დაევალება, აამოქმედოს და განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა თავდაცვის აღნიშნული საშუალების კონკრეტული გამოყენებისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.